ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXX საერთაშორისო გაფართოებული სხდომები

 

2016 წლის 20-22 აპრილი

 

იმუშავებს

_ მათემატიკის საფუძვლებისა და მათემატიკური ლოგიკის (ხელმძღვანელები – როლანდ ომანაძე, ალექსანდრე ხარაზიშვილი, თანახელმძღვანელი  – არჩილ ყიფიანი; email: archil.kipiani@tsu.ge),

    გამოყენებითი  ლოგიკისა და პროგრამირების (ხელმძღვანელი – მატიას ბაასი (ავსტრია), თანახელმძღვანელები   – ჯემალ ანთიძე, ხიმურ რუხაია;  email: khimuri.rukhaia@viam.sci.tsu.ge),

 რიცხვთა თეორიის, ალგებრისა და გეომეტრიის (ხელმძღვანელები – მიხეილ ამაღლობელი, თეიმურაზ ვეფხვაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, თანახელმძღვანელი – ქეთევან შავგულიძე;  email: ketevanshavgulidze@yahoo.com),

 ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის (ხელმძღვანელები – უშანგი გოგინავა, ლერი გოგოლაძე,  თანახელმძღვანელი – ანა დანელია;  email: z_goginava@hotmail.com),

 კომპლექსური ანალიზისა და მისი გამოყენებების (ხელმძღვანელი – გრიგორ გიორგაძე, თანახელმძღვანელი – გიორგი ახალაია; email: gia.giorgadze@tsu.ge),

 ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისა და ოპტიმალური მართვის (ხელმძღვანელები – თამაზ თადუმაძე, რომან კოპლატაძე; email: tamaztad@yahoo.com),

 კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების (ხელმძღვანელები –  დავით ნატროშვილი, სერგო ხარიბეგაშვილი, თემურ ჯანგველაძე, თანახელმძღვანელი – ზურაბ კიღურაძე; email: tjangv@yahoo.com),

_ ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის (ხელმძღვანელები – ელიზბარ ნადარაია, ომარ ფურთუხია; email: o.purtukhia@gmail.com),

_ უწყვეტ გარემოთა მექანიკის (ხელმძღვანელები – თენგიზ მეუნარგია, გიორგი ჯაიანი,  თანახელმძღვანელი – ნატალია ჩინჩლაძე; email:chinchaladze@gmail.com),

_  მათმატიკური მოდელირებისა  და გამოთვლითი მათემატიკის   (ხელმძღვანელები –  თეიმურაზ დავითაშვილი, თამაზ ვაშაყმაძე, ჯემალ როგავა, თანახელმძღვანელი – არჩილ პაპუკაშვილი; email: apapukashvili@rambler.ru),

-  ფიზიკისა და ბიოლოგიის პრობლემების მოდელირების (ხელმძღვანელები - თამაზ კალაძე, ნინო ხატიაშვილი; email: ninakhatia@gmail.com)

 სექციები, რომლებზედაც მოსმენილი იქნება ოცწუთიანი მოხსენებები.

 

 

სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, 2016  წლის 20 მარტამდე მოხსენების ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სექციის (და, თანაავტორების არსებობის შემთხვევაში,  მომხსენებლის)  აუცილებელი მითითებით, ატვირთონ ვებ-გვერდზე ან მიაწოდონ საორგანიზაციო კომიტეტის სწავლულ მდივანს მიხეილ რუხაიას მისამართზე

mrukhaia@logic.at

ანოტაციის ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ A4 ფორმატის გვერდს, ქართულ ენაზე ტექსტი უნდა აიკრიფოს Sylfaen ფონტის გამოყენებით (იხ. შაბლონები: Geo.doc და Eng.doc).  მონაწილე, როგორც მომხსენებელი /თანამომხსენებელი, შეიძლება წარსდგეს არაუმეტეს ორი სექციის წინაშე, ამასთან, თითოეულზე მხოლოდ ერთი  მოხსენებით.

 

 

სემინარზე მოსმენილი მოხსენებები გამოქვეყნდება სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ. მოხსენების ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ნაბეჭდ გვერდს, ინგლისურ ენაზე აკრეფილს TEX, LATEX, AMSTEX ან AMSLATEX პროგრამების გამოყენებით. მომხსენებლებმა შესაბამისი TEX და Pdf ფაილები უნდა გადაგზავნონ ინსტიტუტის გამოცემის “ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის გაფართოებული სხდომების მოხსენებები“ სარედაქციო კოლეგიაში, არაუგვიანეს 2016 წლის 31 მაისისა,  მისამართზე:

viam.enlarged@gmail.com

 

 

სემინარის ვებ-გვერდის მისამართია: http://www.viam.science.tsu.ge/geo/enlrg/2016

 

 

სემინარის მუშაობა დაიწყება 2016  წლის 20 აპრილს 14.00 საათზე ინსტიტუტის შენობაში (უნივერსიტეტის ქ., 2).

 

ტრადიციისამებრ, 23 აპრილს 16.00 საათზე დაგეგმილია ილია ვეკუას საფლავზე გასვლა  მთაწმინდის პანთეონში.